top of page

რატომ სკოლა „იმედი“?

1 

ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომ ფასად

რატომ სკოლა „იმედი“?

სწავლის საფასური თვეში 290 ლარიდან იწყება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი განათლება და განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

2

სწავლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი

რატომ სკოლა „იმედი“?

გაკვეთილების რეგულარული მონიტორინგითა და ყოველკვირეული ტესტირებით ვაკვირდებით მოსწავლეთა პროგრესს. შედეგებს ვაანალიზებთ, შეცდომებზე ვმუშაობთ და ვადგენთ, სად სჭირდება ბავშვს დამატებითი მხარდაჭერა.

3

სასკოლო დღე საღამოს 6 საათამდე

რატომ სკოლა „იმედი“?

მოსწავლეები სკოლაში სწავლასა და სასკოლო აქტივობებში საღამოს 6 საათამდე არიან ჩართული. გახანგრძლივებული სასკოლო დღე ბავშვებს ორგანიზებულ გარემოს სთავაზობს, მშობლებს კი სამუშაო დღის დაგეგმვას უადვილებს.

4

სპორტისა და ხატვის წრეები

რატომ სკოლა „იმედი“?

სწავლასთან ერთად ბავშვებს შეუძლიათ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობა. წრეები ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებას, წარმოსახვას, გუნდურობასა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენას.

5

გაძლიერებული ინგლისური და გერმანული

რატომ სკოლა „იმედი“?

უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით მოსწავლეებს ვეხმარებით, განივითარონ საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარები. ინგლისურისა და გერმანულის ცოდნა მათ საერთაშორისო განათლებისა და კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

bottom of page